ირაკლი კობახიძე – „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობაა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, არ დაესწრონ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას პარლამენტში პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობად აფასებს.
ამის შესახებ მან განცხადება პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც „ევროპული საქართველოს“ წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.
„ეს ნაბიჯი, ისევე, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯი, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა. გახსოვთ თქვენ, ეს პოლიტიკური ძალები გვესაუბრებოდნენ წლების განმავლობაში ინსტიტუტის პატივისცემაზე. ერთმნიშვნელოვნად ეს არის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მოხსენებით გამოდის. გამოსვლას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის წევრები, სასულიერო პირები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.
სხდომათა დარბაზი დატოვეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა. განცხადება სხდომის დაწყებისას დეპუტატმა გიგა ბოკერიამ გააკეთა. ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებმა გუშინ განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და სხდომას არ დაესწრებიან.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...