რატი ბრეგაძე: „ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს მე-12 დაწესებულებაში. თუკი სასამართლოსთან იქნება გარკვეული პროვოკაცია, მერე ვინ აგებს ამაზე პასუხს?!“

Read Time:36 Second

“ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს  მართლმსაჯულებას. ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება ის, რომ პატიმარი არ იქნეს გაყვანილი მე-12 დაწესებულებიდან, იმიტომ, რომ, როგორც მოგახსენეთ, აქ შეიძლება საფრთხე წარმოეშვას უშუალოდ მას და, სწორედ მისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ იგი და, ბუნებრივია, ასევე, დავიცვათ მართლწესრიგი.

ჩვენ ისედაც ძალიან დავღალეთ უკვე საზოგადოება ამდენი საუბრისგან და თუკი სასამართლოსთან იქნება გარკვეული პროვოკაცია, მერე ვინ აგებს ამაზე პასუხს?! ან რა რაოდენობის ძალა უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ, ხომ? არ შეიძლება, რომ მთელი რესურსი მიმართული იყოს ერთი ადამიანის დაცვაზე და ამ მუდმივი პროვოკაციების თავიდან არიდებაზე. შესაბამისად, როგორც მოგახსენეთ, ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ პროცესი ჩატარდეს №12 დაწესებულებაში და, ბუნებრივია, ყველა სამართლებრივ პროცედურას ჩვენ გავყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ, რაც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო“, – განაცხადა რატი ბრეგაძე “ღამის კურიერში”

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაზე: „რა არის წამება?! – ის, რომ შემოსახლებისთანავე მივეცით ტელევიზორი, მაცივარი?! ის, რომ მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე დღე და ღამე ზრუნავს ციხის პერსონალი?!“
Next post ზურაბ ქადაგიძე: ტიპს წონა აწუხებდა და კუჭის რეზექცია გაუკეთებია, შიმშილობის ფეიკ-კამპანიას თუ ვნახავდი ნამდვილად არ მეგონა