რატი ბრეგაძე სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაზე: „რა არის წამება?! – ის, რომ შემოსახლებისთანავე მივეცით ტელევიზორი, მაცივარი?! ის, რომ მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე დღე და ღამე ზრუნავს ციხის პერსონალი?!“

Read Time:43 Second

„ჩვენ ვართ ის ხალხი, რომელმაც ციხეებში წამება და არაადამიანური მოპყრობა დაასრულა“,  იუსტიციის მინისტრი  რატი ბრეგაძე სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, პატიმარ სააკაშვილის უფლებები  პენიტენციურ დაწესებულებაში სრულად არის დაცული. რატი ბრეგაძის განცხადებით, პენიტენციური სამსახური ხელმძღვანელობდა, ხელმძღვანელობს და მომავალშიც იხელმძღვანელებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.

„როდესაც საუბარია თითქოსდა გაუმართლებელ უარზე, მესამე მუხლზე, წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, მაშინ განვმარტოთ – რა არის წამება?! – ის, რომ პატიმარს შემოსახლებისთანავე მივეცით ტელევიზორი, მაცივარი?! ის, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს ციხის კვალიფიციური პერსონალი და მისი და სხვა  პატიმრების უსაფრთხოების დასაცავად დღე და ღამე ათენებენ?! რა იგულისხმება არაადამიანურ მოპყრობაში?!  ის, რომ მას უკვე 130-მდე ვიზიტორი ჰყავდა?! ის, რომ მასთან შეუზღუდავად შედიან უფლებადამცველები, დეპუტატები და სხვა სახელმწიფოს  უკრაინის წარმომადგენლები, რომელთა შეშვების ვალდებულება ჩვენ  თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ არ გვაქვს. შევეცადეთ, რომ მისი უფლებების სრულად რეალიზება მოხდეს და ეს არის წამება?! – განაცხადა რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე-სააკაშვილი საკანში ჭამს სხვადასხვა სახის ფაფებს და იღებს ნატურალურ წვენებს და ბუნებრივია ჩვენ გვაქვს ამის მტკიცებულებები და ფაქტები.
Next post რატი ბრეგაძე: „ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ სასამართლო პროცესი ჩატარდეს მე-12 დაწესებულებაში. თუკი სასამართლოსთან იქნება გარკვეული პროვოკაცია, მერე ვინ აგებს ამაზე პასუხს?!“