პრეზიდენტის ადმინისტრაცია – ნათელა მაჭავარიანის კანდიდატურა არ განიხილება არც შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ და არც წევრად

Read Time:22 Second

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ნათელა მაჭავარიანის კანდიდატურა არ განიხილება, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, ნათელა მაჭავარიანის კანდიდატურა არათუ კომისიის თავმჯდომარედ, არამედ მის წევრადაც კი არ განიხილება.

„შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ნათელა მაჭავარიანი მთელი ქვეყნისთვის და პირადად პრეზიდენტისთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანია, მისი კანდიდატურა არ განიხილება არც შეწყალების კომისიის თავმჯდომარის და არც კომისიის წევრობის კანდიდატად“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

რაც შეეხება კომისიის დაკომპლექტებას, როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, შეწყალების კომისიის შემადგენლობაზე მუშაობა მიმდინარეობს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რა ელის „ფეისბუკს“ 2019 წელს?
Next post დავით სერგეენკო აცხადებს, რომ დღეს და ხვალ „ტამიფლუს“ მარაგები შეივსება