ორბელიანის მოედანზე 1 285 000 ლარიანი ყვავილების პავილიონის მოწყობა დასრულდა

Read Time:24 Second

პროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში“, რეაბილიტირებულ ორბელიანის მოედანზე ყვავილების პავილიონის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა.

როგორც BM.GE-ის „თბილისის განვითარების ფონდში“ განუცხადეს, პროექტის ღირებულებამ 1 285 000 ლარი შეადგინა, რომელიც ქალაქ თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ვავილების პავილიონის სამშენებლო სამუშაოები სამშენებლო კომპანია „ანაგმა“ განახორციელა. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და 5 თვეში დასრულდა.

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, თბილისს 3 ახალი, მოწესრიგებული ყვავილების პავილიონი შეემატა, სადაც თვითდასაქმებული 90-მდე მეყვავილე უსასყიდლოდ შეძლებს ახალ სივრცეში საქმიანობის გაგრძელებას. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა ორბელიანის სკვერში საბავშვო მოედანიც.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “მე მადლობელი ვარ თქვენი თანადგომისთვის… გაძლევთ კურთხევას, დღეს ყველამ წაიკითხეთ სახარებიდან ერთი თავი…
Next post მიხეილ ბატიაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან გადადგა