ნინო ბურჯანაძე: თუ ხელისუფლების მხრიდან გადმოიდგმება ნაბიჯები, ევროპელი მეგობრების თხოვნას გავითვალისწინებთ

Read Time:37 Second

ვიმსჯელეთ შემდეგ გემებზე, როგორ უნდა წარმართოს ოპოზიციამ შემდეგი აქტივობა იმისთვის, რომ შედეგი მივაღწიოთ, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ყველანი მნიშვნელოვნად ვთვლით, რომ ევროკავშირის ასეთი მაღალი რანგის ხელმძღვანელი ჩაერთო ამ პროცესში. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩამონათვალი გაკეთდა ევროკავშირის მხრიდან და იმ ჩამონათვალში უმთავრესი ადგილი უკავია პოლიტპატიმრების და შესაძლო ვადამდელი არჩევნების თემას, დეტალებზე იყო საუბარი დღეს და კოლეგებმა ამ შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მისი თქმით, თუ ხელისუფლების მხრიდან გადმოიდგმება ნაბიჯები, ისინი გაითვალისწინებენ ევროპელი მეგობრების თხოვნასაც და შეიძლება გარკვეული კორექტირება ამ რამდენიმე მცირემასშტაბიანი აქციის ჩატარების დროსა და ადგილზე იმსჯელონ. „თუმცა არ მგონია, რომ 13 რიცხვის აქციას ცვლილება უნდა შეეხოს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დასრულდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თაკო ჩარკვიანი: მეკითხებიან, ხომ არ არის პრობლემა ჩარკვიანსა და ბურჯანაძეს შორის – რას ბრძანებთ, პრობლემა არის საქართველოსა და რუსეთს შორის
Next post დავით სონღულაშვილი: მზად ვართ ინოვაციების სააგენტოს მაქსიმალურად მხარდაჭერისთვის