ნაცუ ბაშოს ტურნირზე ტოჩინოშინმა ზედიზედ მეცხრედ გაიმარჯვა

Read Time:26 Second

ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მე-9 საშეჯიბრო დღეს ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იზეიმა.

ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა იაპონელი დაიეიშო ჰაიატო იყო, რომელიც დოჰიოდან იოლად გადაიყვანა. ტოჩინიშინი ამ გამარჯვებით ბაშოს ერთპიროვნულად ლიდერობს, მას ერთი გამარჯვებით 40-გზის ჩემპიონი ჰაკუჰო ჩამორჩება.

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა ჩიოტარიუ იქნება. რაც შეეხება გაგამარუს, რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს, მისი მეტოქე ლიგის მეექვსე ნომერი დაიშოჰო იყო, რომელთანაც იორიკირით დამარცხდა.

ეს ქართველი ფალავნისთვის მეშვიდე მარცხია და ერთი წაგების შემთხვევაში უარყოფითი ბალანსს გაიფორმებს, რაც ლიგაში მისი მეორე ნომრობიდან დაქვეითებას გამოიწვევს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამ საუბრის შემდეგ, 40 წუთში გავიგე რომ ლაშა გარდაიცვალა – ჩემში რევოლუცია მოხდა – ილო ბეროშვილი ნარკოტიკების მოხმარებაზე
Next post რა სახის ქონება ითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად