ნატო რუსეთს სამხედრო წვრთნების ჩატარებისას მეტი გამჭირვალობისკენ მოუწოდებს

Read Time:43 Second

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთს სამხედრო წვრთნები „დასავლეთი-2021“-ის ჩატარებისას, წვრთნებისა და მონაწილე სამხედროების რაოდენობის შესახებ მეტი ღიაობისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მისი თქმით, რუსეთი უნდა იქცეოდეს ღიად, რადგან არასწორი ინფორმაცია გარკვეული ინციდენტების რისკს ზრდის. სტოლტენბერგის განცხადებით, „დასავლეთის“ სახელწოდებით ცნობილი წინა სამხედრო წვრთნების ჩატარებისას, რომელიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საზღვრებთან მიმდინარეობდა, დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ მიუხედავად საერთაშორისო მოწოდებებისა, რუსეთი განგებ ამცირებდა წვრთნებში მონაწილე ტექნიკისა და სამხედროების რაოდენობას.

გარდა ამისა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ბელარუსს მოუწოდა, შეწყვიტოს მიგრაციის იარაღად გამოყენება. მისი თქმით, ნატო-მ ლიეტუვაში შესაბამისი ექსპერტების ჯგუფის გაგზავნა გადაწყვიტა, რათა ლიეტუვას დაეხმარონ, წინ აღუდგეს ლუკაშენკოს რეჟიმის ჰიბრიდულ ქმედებებს.

სამხედრო წვრთნები „დასავლეთი-2021“ 10 სექტემბერს დაიწყება. მასში რუსეთის და ბალარუსის სამხედროები მიიღებენ მონაწილეობას. ნატო-ს ინფორმაციით, რუსეთი 60-დან 70 ათასამდე სამხედრო მოსამსახურის ჩართვას გეგმავს წვრთნებში. რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში კი აღნიშნულია, რომ წვრთნებში 12 700 სამხედრო იღებს მონაწილეობას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე – როგორ შეიძლება განვითარდეს ტყიბული იმ ძალის ხელში, რომელმაც შექმნა მოდელირებული ქრონიკა, რეალ ტვ, რომელიც ამტვრევდა სატელევიზიო თეფშებს, იმისათვის რომ თავისუფალი სიტყვა ვერავის გაეგო
Next post ირაკლი ზარქუა: უგულავას რომ წარადგენ ფოთში, ხომ იცი, რომ წააგებს? მერე გამოვა და იტყვის, გამიყალბესო