ნათია თურნავა: ჩვენი მთავარი ამოცანა, ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპის შენარჩუნება იქნება

Read Time:30 Second

ჩვენი მთავარი ამოცანა, ეკონომიკური ზრდის სტაბილურად მაღალი ტემპის შენარჩუნება იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის – „ეკონომიკა – 2030″ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეკონომიკის სამინისტრო გახლავთ საკმაოდ კომპლექსური სამინისტრო, რომელსაც აქვს საკმაოდ კომპლექსური პორტფელი, შესაბამისად თვითონ დოკუმენტი, მოიცავს სულ მცირე 12 მსხვილ მიმართულებას, დაწყებული ეკონომიკის განვითარების ჩარჩო სტრატეგიით მცირე ბიზნესის გაძლიერებით, დასრულებული თითოეულ საკვანძო დარგში განვითარებული კონკრეტული პოლიტიკით და რაოდენობრივი მაჩვენებლებით მივაღწევთ 2025 და შემდეგ უკვე 2030 წელს. დღეს ამ პრეზენტაციის ფარგლებში ყურადღებას გავამახვილებ ძირითად აქცენტებსა და საკვანძო დარგებზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ქვეყნის განვითარების 10-წლიან გეგმაზე მუშაობა გრძელდება. ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის შესახებ პრეზენტაცია ეკონომიკის სამინისტრომ გამართა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ეკონომიკის ზრდა მაქსიმალურად შეეხება ჩვენს მოსახლეობას და ეს არ იქნება მხოლოდ ერთეულებისთვის
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის ძალადობა, რომელიც გუშინ ვიხილეთ – ძალადობის ჩამდენი ყველა პირი დაისჯება