ნათია თურნავა – ბიზნესვიზიტორების პლატფორმა წარმატებით და სრულფასოვნად ამოქმედდა

Read Time:56 Second

ერთთვიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ, სრულფასოვნად და წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, სტატისტიკა უკვე საკმაოდ შთამბეჭდავია და დღეის მონაცემებით, 2 700-მდე განაცხადია შემოსული სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორც რეგიონის, ასევე ევროპის ბევრი ქვეყნიდან, საიდანაც ბიზნესვიზიტორს მოკლევადიანი, საქმიანი ვიზიტით სურს საქართველოში ჩამოსვლა.

მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ბიზნესვიზიტორებს უფლება აქვთ, კარანტინის გარეშე, გარკვეული პერიოდულობით, საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ „პისიარ“ ტესტები.

„ასეთი მიდგომა ჩვენთვის არის უსაფრთხო და გარდა ამისა, გვაძლევს საშუალებას, არ შენელდეს ბიზნესპროცესი, არ შენელდეს ინვესტორებთან ურთიერთობა. გუშინაც საქართველოს სტუმრობდა ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტორი შვეიცარიიდან, ცნობილი გლობალური კომპანია „შტადლერის“ პრეზიდენტი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროში ვუმასპინძლეთ. საუბარი იყო საქართველოში ვაგონების წარმოების გადმოტანასა და ამოქმედებაზე. ესეც ერთ-ერთი მაგალითია, რომ ბიზნესვიზიტორების პლატფორმა საკმაოდ აქტიურად ამოქმედდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში ასევე გაიმართება კიდევ ერთი ახალი პლატფორმის პრეზენტაცია, რომლის საშუალებითაც საქართველოში ჩამოსვლას შეძლებენ გრძელვადიანი უცხოელი ვიზიტორები, ვისაც საქართველოდან დისტანციური მუშაობის სურვილი აქვს.

„ამ მიმართულებით ძალიან მაღალი ინტერესია, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან და მათგან, ვინც მუშაობის დისტანციურ რეჟიმში გადავიდა, რომ სწორედ საქართველო იყოს ის ადგილი, საიდანაც ისინი შეძლებენ თავიანთ კორპორაციებში მუშაობას, მაგრამ იცხოვრებენ საქართველოში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – ერთ 12-მეტრიან ავტობუსს შეუძლია, გადაიყვანოს იმდენი მგზავრი, რაც 55 ავტომანქანას
Next post გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა