მეცნიერები: ტკბილი სასმელების ჭარბი მიღება ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის

Read Time:51 Second

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარმოადგინეს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც განაცხადეს, რომ ტკბილი სასმელების ჭარბი მიღება ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის.

BBC-ის ცნობით, მეცნიერებმა კვლევებით დაადგინეს, რომ ნაადრევი სიკვდილის გარდა ტკბილი სასმელების მიღება იწვევს რიგ დაავადებებს, მათ შორის კიბოს რამდენიმე სახეობას.

მეცნიერებმა კვლევაში 30 წლამდე ასაკის 37 ათასი კაცის და 80 ათასი ქალის მონაცემები შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ ტკბილ სასმელს სვამდნენ, ნაადრევი სიკვდილის რისკი იზრდებოდა.

„ადამიანები რომლებიც თვეში ოთხი სახეობის ტკბილ სასმელს სვამენ, ადრეული სიკვდილის რისკი 1%-ით იზრდება. ვინც 2-დან 6 სახეობამდე, მათთვის რისკი 6 %-ია. მაგრამ ვინც ტკბილ სასმელებს ყოველდღე სვამს რისკი 14%-ია. თუ დღეში მიღებული სასმელის რაოდენობა ერთ სახეობაზე მეტია, სიკვდილის რისკი 21%-ს უტოლდება“- ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი ვასანტი მალიკი.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს მაჩვენებელი საგანგაშოა იმ ფონზე, როცა მსოფლიოში უალკოჰოლო სასმელების მოხმარების რაოდენობა იზრდება.

ორგანიზაცია Euromonitor International-ის მონაცემებით, თუ ერთი ადამიანი 5 წლის წინ საშუალოდ 84,1 ლიტრ უალკოჰოლო სასმელს მოიხმარდა, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 91,9 ლიტრამდე გაიზარდა.

მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ჭარბი წონის დიაგნოზით 5-დან 19 წლამდე მოსახლების რა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post 13 ივნისის სიმბოლოდ ქცეული ბეჰემოტის სკულპტურის შესაქმნელად კონკურსი ცხადდება
Next post გპირდებით, გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის არ ჩატარდება