მარიამ ხაჭვანი ახალ პროექტზე მუშაობას პარიზში განაგრძობს

Read Time:23 Second

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი მის ახალ პროექტზე „ნენე” მუშაობას პარიზში განაგრძობს-

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი კანის კინოფესტივალმა რეზიდენციის პროგრამისთვის Cinefondation შეარჩია.

მარიამი ექვსი თვის მანძილზე პარიზში იცხოვრებს და შესაძლებლობა ექნება დაესწროს ცნობილი კინემატოგრაფისტების მასტერკლასებს. შარშან ამავე პროგრამაში Cinefondation რატი წითელაძემონაწილეობდა პროექტით „ცარიელი სახლი”.

მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „დედე” ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა. „დედეს” ასევე აქვს აღებული იუნესკო-ს კულტურული მრავალფეროვნების ჯილდო აზია – წყნარი ოკეანის დაჯილდოვების ცერემონიალზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე – ჩვენი მიზანია, პენსია უახლოესი ორი წლის განმავლობაში გაიზარდოს
Next post სალომე ზურაბიშვილი : „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით საგარეო უწყებამ ანგარიში წარადგინოს