არჩილ თალაკვაძე – ჩვენი მიზანია, პენსია უახლოესი ორი წლის განმავლობაში გაიზარდოს

Read Time:27 Second

ჩვენ ვცდილობთ ხანდაზმული ადამიანებისათვის უზრუნველვყოთ ღირსეული საპენსიო სტანდარტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საპენსიო რეფორმაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საპენსიო რეფორმა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მთავრობამ რეფორმის პროექტზე იმუშავა.

“საპენსიო მოდელთან დაკავშირებით ამჟამად, პოლიტიკური კონსულტაციები მიმდინარეობს. მათ შორის სოციალ-დემოკრატებსაც, უმრავლესობაში შემავალ ფრაქციასაც აქვს საკუთარი მოსაზრებები. ეს არის კომპლექსური, საშვილიშვილო რეფორმა. ამიტომაც, საჭიროა ყველა არგუმენტის შეჯერება. ჩვენი ყველას მიზანია, რომ პენსია როგორც უახლოესი ორი წლის განმავლობაში გაიზარდოს, ასევე გრძელვადიან პერიოდში. ჩვენ ვცდილობთ უზრუნველვყოთ ღირსეული საპენსიო სტანდარტი ხანდაზმული ადამიანებისათვის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტზე „პატრიოტთა ალიანსს“ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია
Next post მარიამ ხაჭვანი ახალ პროექტზე მუშაობას პარიზში განაგრძობს