მარიამ ქვრივიშვილი: ნაცვალგების ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას კარანტინის გავლის გარეშე შეძლებენ

Read Time:42 Second

ხვალიდან, ნაცვალგების ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას კარანტინის გარეშე შეძლებენ, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ტურისტები საქართველოში შემოსვლას პისიარტესტის პასუხის წარდგენის საფუძველზე შეძლებენ.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხვალიდან კარანტინის ვადა იზღუდება რვა დღემდე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია აღნიშნულთან მიმართებაში. აქვე მოგახსენებთ, რომ ყველა იმ პირთან მიმართებაში, რომელიც ნაცვალგების ქვეყნის მოქალაქეა, ხვალიდან საქართველოს საზღვრის კვეთას კარანტინის გავლის გარეშე შეძლებს, თუკი ისინი წარმოადგენენ 72 საათის ვალიდურობის მქონე პისიარტესტს“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან ხუთი ქვეყნისთვის: გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა იხსნება იმ პირობით, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში შემოსვლისას უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული პისიარტესტის პასუხი, ან აეროპორტში განთავსებულ ლაბორატორიაში, საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ პისიარტესტირება. აღნიშნული ძალაშია 2020 წლის 15 სექტემბრიდან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკარანტინო პირობებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაცია გაავრცელა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ფიზუკურად ვეღარ ძალადობენ ხალხზე, მაგრამ რაც დარჩათ – ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და ტყუილს მაქსიმალურად იყენებენ
Next post ,,ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რესან კონცელიძე „სავაჭრო ცენტრი – 2009“-ში, ბაზრობის ხელმძღვანელობას და  მოვაჭრეებს შეხვდა