,,ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რესან კონცელიძე „სავაჭრო ცენტრი – 2009“-ში, ბაზრობის ხელმძღვანელობას და  მოვაჭრეებს შეხვდა

Read Time:34 Second

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რესან კონცელიძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატთან, ტიტე აროშიძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად,  „სავაჭრო ცენტრი – 2009“-ში, ბაზრობის ხელმძღვანელობას და  მოვაჭრეებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო მათ  საჭიროებებს, დასაქმებულების პრობლემებს და  გადაჭრის გზებს. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა ვირუსის პრევენციის საჭირო ღონისძიებებზე.

აღინიშნა, რომ წელს რეგიონის მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოცხადებული პანდემიის ფონზე, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა გაითვალისწინა და  მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით,  მოიჯარეები ძირითადი საიჯარო გადასახადებისგან, 5 თვის ვადით გაათავისუფლა.

„სავაჭრო ცენტრი-2009“ ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. ამ პერიოდის განმავლობაში ყოველდღიურად ტარდება ვირუსის საპრევენციო ღონისძიებები,  მოვაჭრეთა  საქმიანობა  ყველა საჭირო რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით ხორციელდება. აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში, ჯამში, დასაქმებულია 4 ათასამდე ადამიანი

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარიამ ქვრივიშვილი: ნაცვალგების ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას კარანტინის გავლის გარეშე შეძლებენ
Next post ჩიქოვანი: ზუგდიდი გამორჩეული ღირსშესანიშნაობების და კულტურული პოტენციალის მქონე მუნიციპალიტეტია