მამუკა მდინარაძე: შეუძლებელია, თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი, ახალ დღის წესრიგზე უნდა გადავიდეთ

Read Time:1 Minute, 12 Second

ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გადავიდეთ ახალ დღის წესრიგზე. შეუძლებელია თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი, მაშინ როდესაც მთავარ საკითხებად ოპონენტები აყენებენ პარლამენტში შემოსვლას, რაც მხოლოდ მათ ხელშია, და ნიკა მელიას საკითხს, რაც ასევე მხოლოდ მის ხელშია. ამ არგუმენტებით და ძალით შექმნილი ხელოვნური კრიზისით შეუძლებელია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ქვეყანაში კრიზისია და სხვა საკითხებზე არ უნდა ვიმუშაოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ოპოზიციამ ვერ შეძლო ვერცერთი კომპრომისული ნაბიჯის გადმოდგმა მოლაპარაკების პერიოდზე და ამის გამო ეს დიალოგი ქვეყნისთვის სასურველი შედეგით ვერ დასრულდა. შესაბამისად, ჩვენ დეტალურად ჩავაყენეთ საქმის კურსში საპარლამენტო უმრავლესობა ყველა საკითხთან დაკავშირებით და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ის კომპრომისული წინადადებები, რომლებიც ჩვენ შევთავაზეთ, ისევ დევს მოლაპარაკების მაგიდაზე და ოპოზიციას შეუძლია, ნებისმიერ მომენტში მიიღოს ეს საკითხები და ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ საუბარი. სამწუხაროა, რომ ოპოზიციას, განსაკუთრებით რადიკალურ ნაწილს არ ეყო გამბედაობა, ეთქვა თავისი მხარდამჭერებისთვის სიმართლე – რომ შეუძლებელია სამართლის პრინციპების წინააღმდეგ წასვლა და რომ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ჰქონდა უამრავი კომპრომისული წინადადება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გადავიდეთ ახალ დღის წესრიგზე. შეუძლებელია თვეების განმავლობაში გრძელდებოდეს მოგონილი კრიზისი, მაშინ როდესაც მთავარ საკითხებად ოპონენტები აყენებენ პარლამენტში შემოსვლას, რაც მხოლოდ მათ ხელშია, და ნიკა მელიას საკითხს, რაც ასევე მხოლოდ მის ხელშია. ამ არგუმენტებით და ძალით შექმნილი ხელოვნური კრიზისით შეუძლებელია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ქვეყანაში კრიზისია და სხვა საკითხებზე არ უნდა ვიმუშაოთ. დღეს ასევე ვიმსჯელეთ პანდემიაზე, რეგულაციებზე, ვაქცინაციაზე, პოსტპანდემიური აღდგენის გზები, ინფრასტრუქტურული პროექტები, ევროინტეგრაციის საკითხები, ენერგოდამოუკიდებლობა. ყველა ეს საკითხი საჭიროებს ყურადღებას და არ უნდა დარჩეს მეორე პლანზე ამ გამოგონილი კრიზისის გამო“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათი ერთადერთი კომპრომისი იყო ის, რომ უბრალოდ, მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ
Next post გიგა ბოკერია: ჩვენი ეროვნული ამოცანაა, მივაღწიოთ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ქვეყნის მომავლისთვის საშიში ძალა მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ძალაუფლებას