მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ეკლესიასთან და მშვიდობასთან ერთად ებრძვიან ქვეყნის სტაბილურ, ეკონომიკურ, სწრაფ განვითარებას

Read Time:48 Second

როდესაც, ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, აი ამ დინამიკის საფუძველზე გვიანონსებს და პროგნოზირებს, რომ 2027 წელს, შეიძლება გადავაჭარბოთ ერთ სულ მოსახლეზე 10,000 დოლარს, ეს არის ის, რაც ვერ წარმოგვედგინა და არის ძალიან პოზიტიური ამბავი, რასაც სამწუხაროდ ასევე ებრძვიან, – განაცხადა ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ დასმული კითხვის პასუხად. მისივე თქმით, დაფინანსება ყველა მიმართულებით იზრდება, რაც საბოლოო ჯამში თითოეულ მოქალაქეზე აისახება.

„მშვიდობასთან და ეკლესიასთან ერთად ებრძვიან ქვეყნის სტაბილურ, ეკონომიკურ, სწრაფ განვითარებას. ამიტომ, ამის წინააღმდეგ ხან რუსეთი-უკრაინის ომით სარგებლობას დაარქმევენ ხოლმე და ათასგვარ საოცრებას იგონებენ, რომ ეკონომიკას, ტურისტულ პოტენციალს დაარტყან, ქვეყნის წარმატებას და განვითარებას დაარტყან, მაგრამ რეალურად იზრდება ყველა მიმართულებით დაფინანსება, რაც თითოეულ მოქალაქეზე, ნაბიჯ-ნაბიჯ აისახება პოზიტიურად“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზრდილი სოციალური ხარჯები, განათლება, ინფრასტრუქტურული პროექტები – ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის კორექტირებული ვერსია პარლამენტშია. პირველი ვერსიისგან განსხვავებით, დაზუსტებულ ვარიანტში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი ბავშვების ფინანსური დახმარების ზრდაც.

2023 წელს ასევე იზრდება პენსიები, ჯარისკაცების, პოლიციელების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები. 2023 წლის ბიუჯეტი კანონმდებლებმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცონ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხათუნა სამნიძე: ჩვენ უნდა შევძლოთ და ქვეყანას მოვაპოვებინოთ კანდიდატის სტატუსი. გერმანიას ამ პროცესში წამყვანი როლი აქვს
Next post მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე D ჯგუფიდან საფრანგეთი და ავსტრალია გავიდნენ⚽