ხათუნა სამნიძე: ჩვენ უნდა შევძლოთ და ქვეყანას მოვაპოვებინოთ კანდიდატის სტატუსი. გერმანიას ამ პროცესში წამყვანი როლი აქვს

Read Time:1 Minute, 0 Second

ჩვენ უნდა შევძლოთ და ქვეყანას მოვაპოვებინოთ კანდიდატის სტატუსი და გერმანია წამყვანი როლის მქონეა ამ პროცესში. მისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ საჯარო განცხადებებით, კონკრეტული ნაბიჯებით, პოლიტიკური განცხადებებით არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ გამოწვევებზეც, ვსაუბრობთ რამდენად იმსახურებს ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ვთხოვთ ჩვენს პარტნიორებს გერმანიაში კიდევ უფრო გააძლიერონ ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა ამ პროცესში, – ამის შესახებ განაცხადა „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომელიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების მიუხედავად, ორივე მხარემ უნდა შეძლოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მოაპოვებინოს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან დამაბნეველი საჯარო გზავნილები ისმის და შეკითხვები არსებობს, ჩვენ უნდა შევძლოთ, მიუხედავად დაპირისპირებისა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომ ჩვენს პარტნიორებს ყველა კითხვაზე პასუხი გავცეთ, დავანახოთ რეალობა, რა ხდება ქვეყანაში, რა გამოწვევებია, სად უშვებს შეცდომას ხელისუფლება, რატომ ვერ ვთანხმდებით ოპოზიცია და ხელისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზეც ამ პროცესში და ვაჩვენოთ, რომ ეროვნული ინტერესი დგას პირველ ადგილზე და ჩვენ უნდა შევძლოთ და ქვეყანას მოვაპოვებინოთ კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნა სამნიძემ.

ბუნდესტაგში, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ქართველი კანონმდებლების სამუშაო ვიზიტი გრძელდება. დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მისმა გერმანელმა კოლეგამ, ბუნდესტაგის პრეზიდენტმა უმასპინძლა. მანამდე კი ქართული დელეგაციის წევრები ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ, სადაც განხილვის მთავარი თემები იყო საქართველოს ევროინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკითხი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა
Next post მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ეკლესიასთან და მშვიდობასთან ერთად ებრძვიან ქვეყნის სტაბილურ, ეკონომიკურ, სწრაფ განვითარებას