შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა

Read Time:53 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ბერბელ ბასს შეხვდა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს და მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული და ნაყოფიერი კავშირები.

შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა გერმანიის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ასევე ქვეყნის ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ, გერმანიის ხელშეწყობით, საქართველოში ფუნქციონირებს მდგრადი ინსტიტუტები და ქვეყანა მტკიცედ დგას ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობის გზაზე.

შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე და გამოხატეს მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურების მზაობა.

შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის ევროპული საბჭოს რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარე რეფორმებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა გაზარდა საქართველოს, როგორც ძირითადი სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის, როლი.

ბერბელ ბასმა დადებითად შეაფასა ევროკავშირის წევრობისკენ მიმართული საქართველოს ძალისხმევა და აღნიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტის ფარგლებში გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანრი ოხანაშვილი – ჩვენ ვგრძნობთ გერმანიის პოლიტიკური გუნდისა და პოლიტიკური კლასის ძალიან დიდ მხარდაჭერას
Next post ხათუნა სამნიძე: ჩვენ უნდა შევძლოთ და ქვეყანას მოვაპოვებინოთ კანდიდატის სტატუსი. გერმანიას ამ პროცესში წამყვანი როლი აქვს