მამუკა მდინარაძე: ბრიუსელში კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი

Read Time:1 Minute, 0 Second

ვინც ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციას უსმინა და უყურა, ნახავდა, რომ იქ იყო ძალიან მკაფიო და ნათელი გზავნილები და კითხვები აღარ დარჩებოდათ ევროპის ქვეყნების ოფიციალურ პოზიციასთან დაკავშირებით. მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, იყო თავისუფალი და სამართლიანი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ხაზგასმა შემთხვევითი არ იყო და იმ კითხვის საპასუხოდ იყო, რაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ეხება.

„ჩვენი დღის წესრიგი არის მოლაპარაკების მაგიდასთან შეთანხმების მიღწევა, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. საუბარია იმაზე, რომ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა პუნქტს მიუხედავად იმ ურთულესი გამოწვევებისა, რაც პანდემიისგან ზიანმა განაპირობა, უნდა მივყვეთ ზედმიწევნით. 2024 წლისთვის ყველა პირობა უნდა შესრულებული, რომ უფლება გვქონდეს, განაცხადი შევიტანოთ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. რაც შეეხება ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს, იმ პასუხისმგებლობას, რაც მმართველ გუნდს აქვს, არსად გავურბივართ და ჩვენს მოქმედებებში ჩანს, მაგრამ კიდევ ერთხელ ნათლად იყო მითითებული, რომ ბოიკოტი არ არის ის სწორი გზა, რაც იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან რელევანტური. საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ ნათლად გაეცა პასუხი ყველაზე ობიექტური დამკვირვებლების მხრიდან და ეს იყო ევროპის ქვეყნების ოფიციალური პოზიცია, რომელიც ჟოზეფ ბორელმა წარმოადგინა. როცა ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირს ეკითხებიან, უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები და ის პასუხობს, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, ამაზე მკაფიო პასუხი არ არსებობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აკაკი ზოიძე: რეფორმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოქალაქეებისთვის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე ხელმისაწვდომობას
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – პოლიტიკოსობა არ არის მიზეზი იმისა, რომ გამოვუშვათ ვინმე, თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მან უნდა მოიხადოს სასჯელი