ლექსო თამაზაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიაზე საუბრობს

Read Time:33 Second

პარლამენტის ყოფილი წევრი, ალექსანდრე თამაზაშვილი „ტვპირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.

Facebook პოსტში ის წერს, რომ პირი, რომელიც რუს ოლიგარქად მოიხსენიეს, მისი უახლოესი მეგობრის ბიძაა ( მამის ძმა), დაბადებული და გაზრდილი გურჯაანში, საქართველოს მოქალაქე და ჩვენი ქვეყნის ათასობით სხვა მოქალაქის მსგავსად აქვს რუსეთის მოქალაქეობაც.

„ვინც პირადად მიცნობს, ყველამ იცის, რომ მე და ლევან ზილფიმიანი ვართ ბავშვობის მეგობრები და ერთმანეთთან წლებია, ნათელ-მირონი გვაკავშირებს.

მეტი სიზუსტისთვის გეტყვით, რომ ჩვენი მეგობრობა ჯერ კიდე მაშინ დაიწყო, ვიდრე ირაკლი ჩემი დის მეუღლე გახდებოდა… შესაბამისად ნებისმიერი მცდელობა ირაკლი ღარიბაშვილის დაკავშირების ამ კომპანიასთან და მით უმეტეს რუსულ კავშირებთან გახლავთ მის მიმართ დაწყებული ცილისმწამებლური კამპანიის მორიგი სერია!

აღნიშნული ფირმის საქმიანობასთან დაკავშირებით, კომპანიის დირექტორი- ლევან ზილფიმიანი გააკეთებს განცხადებას…“, – წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ სააკაშვილი – ხელები შორს ქართული ბუნებისგან
Next post დავით ზალკალიანი – შარლ მიშელს ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა არსებული ვითარებიდან გამოსავალი მოიძებნოს