კულტურისა და სპორტის სამინისტრო: ბათუმში გასამართი საფეხბურთო მატჩი არანაირად არ უკავშირდება კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს რაიმე ფორმით აღიარებას ან ცნობას

Read Time:41 Second

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კოსოვოს მხარის საფეხბურთო ნაკრებთან დაგეგმილ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბათუმში გასამართი სპორტული ღონისძიება არანაირად არ უკავშირდება კოსოვოს მხარის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს რაიმე ფორმით აღიარებას და/ან ცნობას.

„2021 წლის 2 სექტემბერს, მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ბათუმში გამართავს მატჩს კოსოვოს მხარის საფეხბურთო ნაკრებთან. მატჩი ფიფას-ს ეგიდით ტარდება. ღონისძიების მასპინძელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს სერბეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მჭიდროდ თანამშრომლობს სერბეთის მთავრობასთან საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე. შესაბამისად, ბათუმში გასამართი სპორტული ღონისძიება არანაირად არ უკავშირდება კოსოვოს მხარის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს რაიმე ფორმით აღიარებას და/ან ცნობას. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოცემული მატჩის ჩატარების ვალდებულებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ფიფა-ს წევრობა და მისი წესდება აკისრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: დედაქალაქის მერია თბილისში ქუჩის ხელოვნების განვითარების მიზნით არაერთ პროექტს განახორციელებს
Next post რევაზ სოხაძე ვარკეთილის მე-3 მასივის მაცხოვრებლებს შეხვდა