კახა კალაძე: დედაქალაქის მერია თბილისში ქუჩის ხელოვნების განვითარების მიზნით არაერთ პროექტს განახორციელებს

Read Time:47 Second

ოთხი წლის განმავლობაში თბილისში ქუჩის მხატვრობის 70-ზე მეტი ნამუშევარი შეიქმნა და მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ბოლო წლებში, დედაქალაქში განსაკუთრებით აქტუალური გახდა მკაფიოდ გამოხატული ურბანული სტილის ხელოვნება – „სტრიტ არტი“. ხელოვნების ამ მიმართულებამ დროთა განმავლობაში ვანდალური და აკრძალული ქმედებების სტატუსს თავი მეტ-ნაკლებად დააღწია და თვითგამოხატვისა და თავისუფლების სიმბოლოდ, ამასთან, საინტერესო კულტურული ღირებულების მქონე ატრაქციად იქცა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რამდენიმე წელია თბილისის მერიის ხელშეწყობით, დედაქალაქში ქუჩის მხატვრობის ფესტივალები იმართება, სადაც ქართველი და უცხოელი არტისტები მონაწილეობენ.

„2019 წელს, დედაქალაქში დაფუძნდა ბერლინის „მურალ ფესტის“ ანალოგი – „თბილისის მურალ ფესტი“, რომლის ფარგლებშიც უკვე მოიხატა 15 კედელი და წელს დაგეგმილია კიდევ 10-მდე კედლის მოხატვა დედაქალაქის სხვადასხვა უბანში – ვარკეთილში, ბახტრიონზე, ვაჟა-ფშაველას გამზირის კვარტლებსა და ჩუღურეთში. თბილისის მერიისა და „ქუჩის ხელოვნების ფესტივალ „ნიკოს“ თანამშრომლობა უკვე რამდენიმე ნაყოფიერ წელს ითვლის, მადლობა მათ თანამშრომლობისთვის. ასევე, მივმართავ ბიზნესკომპანიებს, თუ სურვილი აქვთ ჩაერთონ მსგავს პროექტებში, რომ ქართველი არტისტების საქმიანობას შევუწყოთ ხელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება 3 000 სოფელში ხარისხიანი წყლით მომარაგება, რაც 21-ე საუკუნეში სირცხვილია და ეს ჩვენ მალე უნდა დავასრულოთ
Next post კულტურისა და სპორტის სამინისტრო: ბათუმში გასამართი საფეხბურთო მატჩი არანაირად არ უკავშირდება კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს რაიმე ფორმით აღიარებას ან ცნობას