რევაზ სოხაძე ვარკეთილის მე-3 მასივის მაცხოვრებლებს შეხვდა

Read Time:1 Minute, 16 Second

ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატი  რევაზ სოხაძე,  ამჯერადაც ვარკეთილის მე-3 მასივის მაცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს  იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც  ვარკეთილის მასივში  განხორციელდა.  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას კახი კალაძის გუნდის  მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო.

  ვარკეთილის მე-3 მასივში მოეწყო შიდა გზები, მოწესრიგდა წყალანირებისა და საკანალიზაციო სისტემები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ათეულობით კორპუსს.

სამგორის რაიონში 2017 წლიდან დღემდე მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სახლები, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად  400-მდე ოჯახს საკუთრებაში გადაეცათ. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და მალე, კიდევ 120 ოჯახს  დაუკანონდებათ სახლები.

შეხვედრაზე, მოსახლეობამ გადაუდებელ პრობლემად ამორტიზირებული ლიფტების რეაბილიტაციის და ახლით ჩანაცვლების, სადარბაზოების მოწესრიგების და რეკრიაციული სივრცეების მოწყობის საკითხი დააყენა. როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა მომდევნო 4 წლის განმავლობაში აუცილებლად უნდა გაიზარდოს სამგორის ბიუჯეტი, რათა დროულად მოგვარდეს აღნიშნული პრობლემები.

შეხვედრებს რევაზ სოხაძესთან ერთად, საკრებულოს დეპუტატები გიორგი დოხტურიშვილი და ლევან ჟორჟოლიანიც ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ  ბოლო ოთხი წლის განმავლობაში,   ჯამში 27 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა მოეწყო ველობილიკები, მოწესრიგდა კანალიზაციის და წყალსადენის სისტემა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ათულობით კორპუსის სახურავი გადაიხურა.

თუმცა გამოწვევები ისევ რჩება, რისთვისაც საჭიროა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის მიმართულებით გაიზარდოს დაფინანსება, რაც არსებული პრობლემების მოგვარების ტემპებს გაზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ ვარკეთილი 3  სკვერებისა და რეკრიაციული ზონების რაოდენობით სამგორში ერთერთი გამორჩეული უბანია, მოსახლეობის  მოთხოვნა ამ მიმართულებით გაზრდილია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს რიგის სკვერის და მიმდებარე 900 მ-იანი ბულვარის სრული რეაბილიტაცია.

შეხვედრებს  საქართველოს პარლამენტში  სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი,  საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ზარქუა, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კულტურისა და სპორტის სამინისტრო: ბათუმში გასამართი საფეხბურთო მატჩი არანაირად არ უკავშირდება კოსოვოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს რაიმე ფორმით აღიარებას ან ცნობას
Next post გივი მიქანაძე: როდესაც საკანონმდებლო ცვლილებები გავატარეთ და დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გავგზავნეთ, იქიდან არანაირი შენიშვნა არ მოსულა