კომუნიკაციების კომისია: „ობიექტივმა“ და „გირჩი ტვ“-მ არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებით კანონი დაარღვიეს

Read Time:43 Second

კომუნიკაციების კომისიამ „მედია-კავშირი ობიექტივი“ და „გირჩი ტვ“, ეთერში პოლიტიკური რეკლამების არაწინასაარჩევნო პერიოდში განთავსების გამო, წერილობით გააფრთხილა და ვიდეორგოლების ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაავალდებულა.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს არაწინასაარჩევნო პერიოდში. ტელევიზიებს საარჩევნო რეკლამის განთავსების უფლება აქვთ მხოლოდ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, კერძოდ, მაუწყებლები ვალდებულნი არიან კენჭისყრამდე 50-ე დღიდან დაიწყონ ეთერში პოლიტიკური რეკლამის განთავსება.

საქმე ეხება პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლებს, რომლებიც ტელეკომპანიებმა ეთერში კანონდარღვევით, აგვისტოში განათავსეს. „ობიექტივზე“ გასულ ვიდეორგოლში „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, პარტიული სიმბოლიკის ფონზე, საუბრობს სხვადასხვა ეკონომიკურ პროექტზე და აკეთებს დაპირებას, რომ გამარჯვების შემთხვევაში, აღნიშნულ პროექტებს განახორციელებს. „გირჩი ტვ“-ს შემთხვევაში კი, ვიდეორგოლში, რომელშიც პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ სიმბოლიკა და ლიდერები ჩანან, საუბარია მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე და პოლიტიკური გაერთიანების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე.

შესაბამისად, აღნიშნული ვიდეორგოლები, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენენ პოლიტიკურ პარტიაზე და პოლიტიკური პარტიის წევრებზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გამიზნულია პირთა განუსაზღვრელი წრისათვის და ემსახურება პოლიტიკური პარტიისა და მისი წევრების არჩევის ხელშეწყობას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: კიბერშეტევა ბოლო პერიოდის მოვლენების გამოძახილია. ფაქტია, რომ ჩვენმა სამსახურებმა საკმაოდ პროფესიონალურად იმუშავეს
Next post გოჩა ენუქიძე, ონის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსა და საბავშვო ბაღის აღმზრდელებს შევხვდა