კახა კუჭავა: შეთანხმება რომ შედგეს, აუცილებელია ორივე მხარის თანხმობა

Read Time:28 Second

ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ძალიან ადარდებთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი, რათა, რაც შეიძლება, მალე გადაწყდეს ყველა ის საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ და რაც ყველაზე მთავარია, დავუბრუნდეთ იმ რეალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლას, რომელთა წინაშეც ქვეყანა და რეგიონი დგას, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ.

მისივე განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, მოლაპარაკებები გაგრძელდეს და ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდეს.

„ვიპოვით გამოსავალს. ჩვენს წილ პასუხისმგებლობას რომ ვაცნობიერებთ, სწორედ იმიტომ ვიყავით თანახმა, საბოლოო ჯამში, შეთანხმება შემდგარიყო. შეთანხმება რომ შედგეს, აუცილებელია ორივე მხარის თანხმობა. მზად ვართ, დღის წესრიგში არსებულ ყველა საკითხზე გავაგრძელოთ მუშაობა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი: არჩილ ტატუნაშვილი იყო ვაჟკაცობისა და გმირობის მაგალითი და მის ხსოვნას საქართველო ყოველთვის მიაგებს პატივს
Next post განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მოსწავლეებსა და მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს