ირაკლი ჩიქოვანი:   ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში  ყველა დევნილს საკუთარი საცხოვრებელი ექბნება

Read Time:31 Second

ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას წერეთლის ქუჩაზე  შეხვდა. კანდიდატი  ამომრჩეველს ინფრასტრუქტურულად გამართულ მუნიციპალიტეტზე – ზუგდიდში ამ მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის გაძლიერებაზე და დევნილებისთვის საკუთარი საცხოვრებელი ფართების გადაცემაზე.

,,დევნილებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას. თავიანთ მშობლიურ სახლებში დაბრუნება ჩვენი საბოლოო მიზანია, მაგრამ მანამდე ჩვენ ამ ადამიანებს აქ უნდა შევუქმნათ ღირსეული საცხოვრებელი პირობები, ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა არიან დევნილი ოჯახები, რომლებიც ჯერ კიდევ საჭიროებენ საკუთარ ბინას. ზუგდიდში მცხოვრებ თითოეულ დევნილს ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში ექნება საკუთარი საცხოვრებელი – ამას თითოეულ მათგანს ვპირდები”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი: რუხში მცხოვრები მოსახლეობა ყველაზე ნათლად ხედავს ოკუპაციის მძიმე ტვირთს
Next post იოსებ ხახალეიშვილი: თითოეულის გვერდით დგომა ქმნის ერთობლიობას, რომელსაც დიდი წარმატების მოტანა შეუძლია ქუთაისისთვის