იოსებ ხახალეიშვილი: თითოეულის გვერდით დგომა ქმნის ერთობლიობას, რომელსაც დიდი წარმატების მოტანა შეუძლია ქუთაისისთვის

Read Time:32 Second

“ქართული ოცნების “ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა.

იოსებ ხახალეიშვილმა საარჩევნო პროგრამა და სტრატეგია ამჯერად წერეთლის, ვარლამიშვილის და ნიუ-პორტის ქუჩების მაცხოვრებლებს გააცნო.

“წერეთლის ქუჩა ყველასთვის საყვარელი კოლორიტული ქუჩაა ქუთაისში, მის მსგავსად უსაყვარლესი ადგილია ხარების ეკლესია, ვარლამიშვილის და ნიუ-პორტის ქუჩები, ქალაქის ცენტრი და გულია. ეს ქუჩები არაერთხელ განახლდა და გამშვენდა, თუმცა მოგეხსენებათ, ძველ უბნებს თავისი დამახასიათებელი პრობლემები გააჩნია.

აღნიშნული ქუჩების მაცხოვრებლებს დღევანდელ შეხვედრაზე გავაცანი ჩემი პროგრამა, სტრატეგია და სურვილი მათი ჩართულობისა ქალაქის პრობლემების მოგვარების საკითხში. ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ თითოეულის გვერდით დგომა ქმნის ერთობლიობას, რომელსაც დიდი წარმატების მოტანა შეუძლია ქუთაისისთვის”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი:   ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში  ყველა დევნილს საკუთარი საცხოვრებელი ექბნება
Next post საქართველოში კორონავირუსით კიდევ 57 ადამიანი დაინფიცირდა, 9 კი გამოჯანმრთელდა