ირაკლი ღარიბაშვილი: წელს უნდა დავიწყოთ 10 ქალაქსა და 10 რეგიონში მსხვილი ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს მსხვილი ქალაქების სრულ რეაბილიტაციას, შევარჩიეთ ტურისტებისთვის ყველაზე მეტად პოპულარული ადგილები

Read Time:36 Second

ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ინიციატივა – ჩვენ წელს უკვე უნდა დავიწყოთ 10 ქალაქსა და 10 რეგიონში მსხვილი ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს სრულ რეაბილიტაციას მსხვილი ქალაქებისა. ჩვენ შევარჩიეთ ტურისტებისთვის ყველაზე მეტად პოპულარული ადგილები როგორიცაა ბორჯომი, ბაკურიანი, წყალტუბო, მესტია, ყაზბეგი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. დეტალურ პროგრამას ძალიან მალე წარმოგიდგენთ, აღნიშნულზე ირაკლი ქარსელაძის სამინისტრო მუშაობს ძალიან აქტიურად და რამდენიმე ხანში წარმოვადგენთ ამ გეგმას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანაში დადებითი დინამიკა იქნას შენარჩუნებული.

„ასე რომ, მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში დადებითი დინამიკა იქნას შენარჩუნებული, ეს ტემპები უნდა შევინარჩუნოთ და უფრო მეტად უნდა დავაჩქაროთ ყველა მიმდინარე პროექტი და ჩვენი მოლოდინია, რომ წელსაც უნდა გვქონდეს ძალიან წარმატებული წელი,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული
Next post მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში რჩება – მოსამართლემ არც სასჯელი გადაუვადა და არც სრულად გაათავისუფლა