ირაკლი ღარიბაშვილი: ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე, მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის ვაქცინაცია გაგრძელდება

Read Time:16 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზების საქართველოში ჩამოტანას Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.

„პირველ ეტაპზე, ჩვენ მივიღეთ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზა, რითაც სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყება. გრძელდება მოლაპარაკებები ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან და სხვადასხვა მწარმოებელთან. უახლოეს მომავალში, ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე, გაგრძელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფის ვაქცინაცია“ – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია ჩამოვიდა. ფოტო-ვიდეო
Next post ამირან გამყრელიძე: ყველა აცრილ ადამიანს იმუნიზაციის ორენოვანი ცნობა გადაეცემა