ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას პოზიციები დღითიდღე უმძიმდება

Read Time:47 Second

სანამ ჩამოვიდოდი ვნახე ოპონენტების განცხადებები და ეს არის იმ პირობების უხეში დარღვევა, რომლებიც შეთანხმებულია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე“ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მოლაპარაკების არცერთ დეტალზე არ ვისაუბრებთ. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პირობა არის ის, რომ არცერთ შემთხვევაში, არცერთ წითელ ხაზზე არ უნდა ყოფილიყო საუბარი. თქვენ თუ ნახავთ ამ განცხადებებს, საუბარია რამდენიმე წითელ ხაზზე, ეს კიდევ ერთხელ წარმოაჩენს მათ სახეს. ბორელს შემთხვევით კი არ ლანძღავდნენ გუშინ. იმიტომ ლანძღავდნენ, რომ მათთვის ევროპა არის უცხო, დასავლეთი არის უცხო. ეს მათი ბუნებაა და აქედან გამომდინარე არ სცემენ პატივს დასავლურ ინსტიტუტებს და მათ შორის პირობას, რომელსაც ისინი დებენ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. ისინი გუშინ მთელი დღის განმავლობაში ლანძღავდნენ ბორელს და ევროკავშირს და დღეს ისაუბრეს წითელ ხაზებზე. ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა. ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორია მათი დამოკიდებულება ევროპული ინსტიტუტებისა და ზოგადად დასავლური ინსტიტუტების მიმართ. ოპოზიციას თავისი პოზიციები დღითიდღე უმძიმდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი პოლიტიკური სუბიექტების პოზიცია სერიოზულად შეირყა
Next post არჩილ თალაკვაძე: ეს იყო ძალიან ჯანსაღი და კარგი დისკუსია, რომელიც საბოლოო ჯამში მოლაპარაკების პროცესსა და შეთანხმებას ხელს შეუწყობს