იოსებ ხახალეიშვილმა მზესუმზირის ქარხანა “მაკნატუნაში” დასაქმებულებს სამომავლო გეგმები გააცნო

Read Time:43 Second

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მზესუმზირის ქარხანა “მაკნატუნას” ესტუმრა და საწარმოს პერსონალს სამომავლო გეგმები და საარჩევნო სტრატეგია გაეცნო.

შეხვერაზე საუბარი შეეხო საქართველოში და მათ შორის ქუთაისში ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელ პირობებს, მის წამახალისებელ თუ ხელისშემშლელ რეგულაციებს,  დღევანდელ პოლიტ-ეკონომიურ მდგომარეობასა და  სამომავლო პერსპექტივებს.

ქუთაისის მერობის კანდიდატმა ბიზნესის მაქსიმალურ ხელშეწყობასთან დაკავშირებით საკუთარი მიდგომების შესახებ ისაუბრა.

“ყოველთვის მიხარია, როდესაც საქართველოში წარმატებულ საწარმოებს ვხედავ, მით უმეტეს თუკი მათი საძირკველი ქუთაისშია. “მაკნატუნა” ერთ-ერთი მათგანია, რომელიც განვითარებას დღემდე აგრძელებს. საწარმოში დასაქმებულ ჩვენ მოქალაქეებს სხვა საკითხებთან ერთად ვესაუბრე იმის შესახებაც, რომ ჩემი სტრატეგიაა თითოეული ქუთაისელის ჩართულობა ქალაქის მართვის პროცეში, ჩვენი გახსნილობა მათი რაციონალურ რჩვებისა და წინანადებების მიმართ. თითოეული და ერთად კარგი საქმისთვის უკვე გამარჯვებაა. ადგილობრივ ბიზნესს ჩემგან მხარდაჭერა ყოველთვის ექნება, რადგან ძლიერი ბიზნესი ძლიერ ეკონომიკას და მეტ დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს“, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

შპს “მაკნატუნა“ 2007  წელს შეიქმნა და მოკლე დროში ქართული ბაზრის ლიდერი გახდა.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები პირბადით, დისტანციის დაცვით პრიორიტეტია, რომელსაც არ და ვერ გავაჩერებთ
Next post პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით 2 პირი დააკავა