ილია მეორემ მოზარდებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

Read Time:1 Minute, 40 Second

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ სტუდენტებს, მოსწავლეებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.

პატრიარქმა დღეს ქადაგებისას სტუდენტებს მიმართა. მან სტუდენტობის წლები და ერთ-ერთი პროფესორის ნათქვამი გაიხსენა, რომ სტუდენტებს სასულიერო სასსწავლებელი არ აძლევს ცოდნას, აძლევს გასაღებს იმ დარბაზისა, სადაც ადამიანმა უნდა შეიძინოს ცოდნა.

„ჩვენ დღეს აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა მოგვანიჭოს ნიჭი სწავლისა, ნიჭი სიყვარულისა, მოგვანიჭოს მოთმინება, თავმდაბლობა, მორჩილება.

მე მახსენენდება ჩემი სტუდენტობის წლები. ერთმა პროფესორმა გვითხრა ჩვენ, რომ სასულიერო სასსწავლებელი არ აძლევს ცოდნას, აძლევს გასაღებს იმ დარბაზისა, სადაც ადამიანმა უნდა შეიძინოს ცოდნა, უნდა ის გასაღები შეინახო კარგად და გააღო ის დარბაზი ცოდნისა, განათლებისა და შენ უნდა იფიქრო შენს მომავალზე.

აი დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგვანიჭოს სიბრძნე. საწყისი სიბრძნისა არის შიში ღვთისა, შიში ღვთისა არის საწყისი წინსვლისა. სასულიერო სასწავლებელი არის ძვირფასი იმით, რომ სასულიერო სემინარია და აკადემია აძლევს ფართო განათლებას. ჩემთან სწავლობდნენ საშუალო სკოლაში ნიჭიერი ახალგაზრდები. ერთმა მათგანმა დაამთავრა ოქროს მედლით. მაშინ პირველი წელი იყო, რომ აჯილდოებდნენ ოქროს მედლით, მაგრამ ის გამოვიდა ექიმი ვიწრო მიმართულებით. სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ კი მოგვცა დიდი განათლება, ცოდნა. განათლება ძვირფასია იმ შემთხვევაში, როცა ის არის მორწუნე ადამიანის თვისება. განათლებული და ურწმუნო ადამიანი კი საშიშია.

მე მივმართავ ჩვენს სტუდენტებს, ახალგაზრდობას, რომ უპირველეს ყოვლისა, იფიქრეთ სულიერებაზე, იფიქრეთ სარწმუნოებაზე, იფიქრეთ თავმდაბლობაზე.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობარს, ვინ გყავს მეგობარი. მე მახსენდება ჩემი მეგობრები სემინარიასა და აკადდემიაში. ზოგიერთი გამორჩეული იყო ფილოსოფიური განათლებით და იმათ იმოქმედეს ჩემზეც და სხა სტუდენტებზეც. ჩვენ რომ ვამთავრებდით ლექციებს, მივდიოდით ბიბლიოთეკაში და ვეძებდით ფილოსოფიურ წიგნებს, ლოგიკას, ფსიქოლოგიას. ამ წიგნებიდან ზოგიერთი მათგანი აკრძალულიც იყო მაშინ.

ღმერთმა მოგცეთ საღი გონება, ღია და ნათელი გონება. ღმერთმა მოგცეთ თავმდაბლობა და მორჩილება.

არის შემთხვევები, როცა სტუდენტი ამპარტავნდება და იწყებს კრიტიკას მასწავლებლებისა, უფროსებისა. ეს დაღუპვის გზა არის. ამას ერიდეთ. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

პარაკლისის დასრულების შემდეგ: გილოცავთ სასწავლო წლის დასაწყის და ახალ წელს. დღეს არის საეკლესიო ახალი წელი, ინდიქტიონი.

დაე, ბედნიერი იყოს ეს წელი საქართველოსთვის, თქვენთვის. ჩვენ ვლოცავთ პროფესორ-მასწავლებლებს საქართველოჲსა, სტუდენტებს, საშუალო სკოლებს, მოსწავლეებს და ყველას. მშვიდობა სიხარული, სიყვარული სუფევდეს თქვენთან, საქართველოსა და მსოფლიოში. ამინ!“- განაცხადა პატრიარქმა.

2018 წელს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ სტუდენტის სტატუსი 27 906 აბიტურიენტმა მოიპოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “შენს დედას შე..ცი”- გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა სარალიძეს აგინა
Next post ზურა ყიფშიძეებს ბინა აუქციონზე გაუყიდეს!