თენგიზ ცერცვაძე: რა სინდისით საყვედურობენ სახელმწიფოს – საზოგადოებისა და ოპონენტების დაკვეთა იყო ჩინური და რუსული ვაქცინა არ შემოსულიყო ქვეყანაში

Read Time:1 Minute, 3 Second

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესმა იმიტომ დააგვიანა, რომ საზოგადოებისა და ოპონენტების კატეგორიული მოთხოვნა იყო, ქვეყანაში ჩინური და რუსული ვაქცინა არ შემოსულიყო. ამის შესახებ მან „რუსთავი-2“-ის ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, საქართველო მაღალი სტანდარტული გზით წავიდა, რომ ევროპულ და ამერიკულ ვაქცინაზე გააკეთა აქცენტი და ამით, ოპონენტები უკმაყოფილებას არ უნდა გამოხატავდნენ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თავად ოპონენტებს ჰქონდათ პროტესტი ჩინურ და რუსულ ვაქცინაზე.

„ჩვენმა მეზობლებმა ჩინური ან რუსული ვაქცინით დაიწყეს ვაქცინაცია. საქართველომ კი არა. და ელოდება ამერიკულს, ევროპულს. ამიტომ დაგვიანდა 2-3 კვირით. ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს. თავის დროზე, სხვებთან ერთად ის ცოფებს ყრიდა არ გამაგონოთ ჩინური და რუსული ვაქცინაო, ასეთი იყო ზოგადად საზოგადოების შეკვეთა და სახელმწიფომ ეს, ყურად იღო.

ვადასტურებ, რომ მათ შეეძლოთ ქვეყანაში ჩინური ვაქცინის შემოტანა 2-3 თვის წინ, ასეთ შემთხვევაში კი, ვაქცინაციას დავიწყებდით უფრო ადრე, ვიდრე ეს დაიწყო თურქეთმა, აზერბაიჯანმა და უკრაინამ. თუმცა, იმიტომ არ შემოიტანეს საქართველოში, რომ მათ საერთაშორისო აღიარება არ ჰქონდათ.

საქართველო კი მაღალი სტანდარტული გზით წავიდა. რა სინდისით საყვედურობენ სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სამინისტროს ამას და ამბობ, რომ ეს საქართველოს კატასტროფაა და იმ ქვეყნების წარმატება. 2 და 3 კვირას ხომ არ უნდა შევწიროთ ასეთი სტრატეგიული ინტერესები. ამ საკითხის დაყენება უზნეობაა. რა სინდისით გვამუნათებენ. ნებისმიერი ადამიანი მიხვდება იმას, თუ რამხელა დემაგოგიას ეწევიან ჩვენი ოპონენტები“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე – „ნოვოვაქსთან“ მიღწეულია წინასწარი შეთანხმება ვაქცინის მილიონი დოზის მოწოდებაზე
Next post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 133 ადამიანს დაუდასტურდა, 276 კი გამოჯანმრთელდა