თეა წულუკიანი: ხელოვნების მუზეუმი აუცილებლად იქნება იქ, სადაც იყო და იქნება ყველაზე კარგი, თანამედროვე და მდიდარი მუზეუმი

Read Time:1 Minute, 6 Second

შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმი აუცილებლად იქნება იქ, სადაც იყო. ეს იქნება ყველაზე კარგი, ყველაზე თანამედროვე და ყველაზე მდიდარი მუზეუმი საქართველოში, ვინაიდან ის თავისი კოლექციებითა და ექსპონატებით ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი მუზეუმია, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბრისას კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„მე შევეცადე, თავიდან ამეცილებინა ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებული საკითხის პოლიტიზება, მაგრამ ვერ ავიცილე, იმიტომ რომ ვერ გავაკონტროლებ იმას, თუ როგორ მოიქცევა პოლიტიკურ ფრონტზე მეორე მხარე, და ეს არაა ჩემი საქმე. ერთადერთი, რაც შემიძლია ვუთხრა ოპოზიციას, დესტრუქციულ ძალებს და მათ მოკავშირეებს მუზეუმის შიგნით – ჩვენი აღმშენებლობითი, სარესტავრაციო საქმიანობა გაგრძელდება. შალვა ამირანაშვილის სახელობის მუზეუმი აუცილებლად იქნება იქ, სადაც იყო. ეს იქნება ყველაზე კარგი, ყველაზე თანამედროვე და ყველაზე მდიდარი მუზეუმი საქართველოში, ვინაიდან ის თავისი კოლექციებითა და ექსპონატებით ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი მუზეუმია. ეს არის ყველაზე მასშტაბური ფონდები, რაც კი ერთ ერს შეიძლება ჰქონდეს. იქ მსოფლიო მემკვიდრეობისა და მნიშვნელობის ძალიან ბევრი ნიმუში ინახება, სავალალო მდგომარეობაში. როდესაც მე დღეს ვცდილობ, ამ საკითხის პოლიტიზების ხარისხი დაბლა დავწიო, თავს ვიკავებ ძალიან ბევრი ლეგიტიმური კითხვის დასმისგან, მაგრამ ამ კითხვების დასმის დრო აუცილებლად მოვა. მაგალითად, როგორ მოხდა, რომ ბოლო 15 წელია, ეს მუზეუმი ასეთ მდგომარეობაშია, შესაბამისმა სამუზეუმო საქმის ხელმძღვანელებმა კი არაფერი გააკეთეს? იმედი მაქვს, რომ ასეთ კითხვებზე პასუხს მომავალში მოვისმენ. ვაგრძელებთ მუშაობას ინვენტარიზაციის დასასრულებლად სექტემბრის ბოლოს. ამის შემდეგ მოვამზადებთ დროებით სივრცეებს, ნოემბერ-დეკემბრამდე ექსპონატების გადაადგილების პროცესი დაიწყება. როდესაც ექსპონატები დაბინავებული იქნება, ჩვენ უკვე მზად უნდა გვქონდეს მუზეუმის შენობის აღდგენის კონსტრუქციული პროექტი“, – განაცხადა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი გენო პეტრიაშვილს: გული არ გაიტეხო! ვამაყობთ შენით, დიდი მადლობა კიდევ ერთი მედლისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანე
Next post ირაკლი კობახიძე: სამწუხაროა, რომ ISFED-მა პარალელური დათვლის გაყალბებიდან დასკვნები ვერ გამოიტანა