თბილისის მერია: სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მერია და გამგეობები პენსიონერებზე 200-ლარიან დახმარებას გასცემენ

Read Time:37 Second

სიცრუეა და დეზინფორმაციაა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს თბილისის მერია და გამგეობები პენსიონერებზე 200-ლარიან დახმარებას გასცემენ, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათი თქმით, ამ ცრუ ინფორმაციის გამო, დილიდან გამგეობების სერვისცენტრებში პენსიონერების რიგები არ წყდება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მათ შორის, რაიონების გამგეობები, პენსიონერებზე 200-ლარიან ფინანსურ დახმარებას გასცემს.

აღნიშნული ინფორმაციის გამო, რომელიც სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა, დღეს დილიდან გამგეობების სერვისცენტრებში პენსიონერების რიგები არ წყდება. ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით, აღნიშნული დახმარების შესახებ შეიტყვეს.

გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მსგავსი დახმარების პროგრამა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში არ მოქმედებს. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ნაწილს – პენსიონერებს ეხება“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ორსული პაციენტი მოათავსეს
Next post მამუკა მდინარაძე: ფიზუკურად ვეღარ ძალადობენ ხალხზე, მაგრამ რაც დარჩათ – ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და ტყუილს მაქსიმალურად იყენებენ