თამარ გაბუნია: დღეს ჩვენთვის ეპიდემიის გავრცელების ადგილზე ლოკალიზაციაა მთავარი

Read Time:32 Second

ამ ეტაპზე, ეპიდემიას ესკალაციის საშუალება რომ მივცეთ, სრულიად დაუშვებელია და მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ეპიდემიის გავრცელების ადგილზე ლოკალიზაციაა მთავარი.

„ნამდვილად საყურადღებოა ეპიდემიური სურათი, შემთხვევების მატება აღინიშნება, როგორც კონკრეტულ რეგიონებში, ასევე კონკრეტულ დასახლებულ უბნებში. დღეს ჩვენთვის ეპიდემიის გავრცელების ადგილზე ლოკალიზაციაა მთავარი, რისი მექანიზმიც ინტენსიური ტესტირება და ასევე ნიღბებისა და სხვა ყველა იმ წესის დაცვაა, რაც ვიცით, რომ უნდა დავიცვათ.

ჯერჯერობით ჩვენ ლოკალიზაციას ამ გზებით ვცდილობთ, ხოლო შემდეგ უკვე როგორც განვითარდება სიტუაცია, ამის მიხედვით მივიღებთ სხვა გადაწყვეტილებას, ერთი რაც შემიძლია ვთქვა, რომ ესკალაციის საშუალება, ამ ეტაპზე, ეპიდემიას რომ მივცეთ, სრულიად დაუშვებელია და მაქსიმალური მობილიზებაა საჭირო, – განაცხადა გაბუნიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მოსწავლეებსა და მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს
Next post ვახტანგ მეგრელიშვილი გიორგი რურუაზე: საქართველოში ვინც ვცხოვრობდით 90-იან წლებში, რაღაცები ვიცით, ჩვენს გვერდით ხდებოდა ეს ყველაფერი