ვოლოდიმირ ზელენსკი – ნახეთ, როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი, ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება მას კლავს

Read Time:53 Second

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის ამჟამინდელი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მოკვლას აპირებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდერ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მედია წერს, შეხვედრის დაწყებამდე ზელენსკის მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გადაეცა.

„ოდესღაც ის იყო საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი. ფოტოები დავით არახამიამ გადმომცა. მინდა, ნახოთ, როგორ გამოიყურება. ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება მას კლავს. იცით, რომ მოწამლეს და ახლა ნელ-ნელა კლავენ. საქართველო, მისი ხელმძღვანელობა, ვისკენ არიან ისინი დღეს? ნეიტრალურები არიან თუ რუსეთისკენ არიან? იმიტომ, რომ რუსეთი ისე ექცევა თავის პოლიტიკოსებს, როგორც დღეს საქართველოს ხელმძღვანელობა ექცევა არა საკუთარ პოლიტიკოსებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს. და კიდევ ერთხელ, არიან ისინი ნეიტრალური თუ არიან რუსეთისკენ? თუ, უბრალოდ, უკრაინის წინააღმდეგ არიან და ა.შ. მინდა, პრესამ ნახოს, რა ხდება – უკრაინის მოქალაქის საჯარო წამება. მე არ განვიხილავ კითხვას, რატომ დააკავეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რა შედეგები მოჰყვება ამას საქართველოს პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის. ეს მათი შიდა კითხვაა. მე ვსაუბრობ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველდღიურად საჯაროდ აწამებენ. ვფიქრობ, მათი მიზანი მისი მოკვლაა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე – ვაკვირდებით მცდელობას, კონკრეტულმა პატიმარმა თვითდაზიანებით დააღწიოს თავი პატიმრობას, სამინისტრო ვერ იქნება ლოიალური, ვინაიდან ეს არის საშიში პრეცედენტი
Next post რატი ბრეგაძე – როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, მოიტანოს ერთი მტკიცებულება მაინც, საქართველოში არაადამიანური მოპყრობა და წამება წარსულს ჩაბარდა