ენტონი ბლინკენი და ჟოზეფ ბორელი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის დაწყებაზე შეთანხმდნენ

Read Time:54 Second

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის დაწყებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ენტონი ბლინკენმა ჟოზეფ ბორელთან ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე დაადასტურა აშშ-ისა და ევროკავშირის პარტნიორობის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, ევროკავშირთან ერთად იმუშაოს საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ავღანეთთან დაკავშირებული საკითხები და განაცხადეს, რომ მოელიან აშშ-ისა და ევროკავშირის უმაღლესი დონის დიალოგის დაწყებას რუსეთთან და ჩინეთთან ურთიერთობების თემაზე. ბლინკენი და ბორელი ასევე შეთანხმდნენ, დაიწყოს დიალოგი ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონის სტრატეგიის შესახებაც.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მიესალმა ევროკავშირის ერთსულოვან მხარდაჭერას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული პერსპექტივისადმი და გაფართოების პროცესისადმი, მან ხაზი გაუსვა ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების საჭიროებას“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მხარეებმა ასევე მხარი დაუჭირეს ვენესუელაში დემოკრატიული წესრიგის აღდგენისკენ მიმართულ ძალისხმევას და შეშფოთება გამოთქვეს ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასების გამო, რაც ეკონომიკის აღდგენაზე აისახება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადსტურა ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერა ევროპული თავდაცვის განმტკიცებისადმი, რაც ბლინკენის თქმით, დადებითად აისახება ტრანსატლანტიკურ და გლობალურ უსაფრთხოებაზე და სრულად თავსებადია ნატო-სთან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბაკურ ბაკურაძე: დღეს რომ სააკაშვილი თავის ციხეში იჯდეს, მე ვიქნებოდი პირველი ადამიანი, რომელიც მას დაიცავდა
Next post ნიკა მელია – დიდი პარტია ვართ, სხვადასხვა გავლენა და ინტერესებია ჩვენს პარტიაში, სააკაშვილი დიდი პოლიტიკური ფიგურაა და შესაძლოა, ჩვენდაუნებურად ჩვენს კოლეგებს რაღაცა კომპლექსს უჩენდეთ, მაგრამ მერწმუნეთ, თუ რამე გვინდა, ეს ერთობაა