მარტი 19, 2024
0 0
Read Time:1 Minute, 22 Second

სანამ კარანტინს გამოაცხადებდნენ, წინა დღეებში მომიწია ექიმთან მისვლა, პანიკა იყო, ჩქარა დატოვეთ აქაურობაო გვითხრეს, ახლა კი, სრულ ვაკუუმში ვარ,- ამის შესახებ ესპანეთში მცხოვრებმა ეთო დონდუამ „ინფო ფოსტალიონთან“ საუბრისას თქვა.

ქართველი ემიგრანტის თქმით, პაციენტების დიდი ნაკადის გამო, საავადმყოფოები გადაიტვირთა და ადამიანები დაუცველად გრძნობენ თავს,

„ფაქტიურად, გარეთ აღარ გავდივარ, სულ სახლში ვარ, პროდუქტების მოსატანდ თუ გავალ 5 დღეში ერთხელ. ნიღაბი და კარგი ცხოვრება სად არის, ისეთ შოკში არიან, ჯერ ამასაც ვერ მოაბეს თავი, რომ ადგილზე შეკერონ. რითი გინდა, თავი დაიცვა, ხელთათმანებსაც ვერსად იშოვი. ადამიანები სიმპტომების გამოვლენისას რეკავენ ცხელ ხაზზე, რომელსაც არავინ პასუხობს. უკვე ვიცი, რომ არავის იმედად არ უნდა ვიყო. ყოველდღე აცხადებენ, რომ ეპიდემია უკან დაიხევს, მაგრამ პირიქით ხდება“,-ამბობს ეთო დონდუა.

მისივე თქმით, ესპანეთში მოსახლეობამ თავდაპირველად საშიშროება ვერ გააცნობიერა, რამაც სავალალო შედეგი გამოიღო.

„სასაცილოდაც არ ყოფნიდათ, ნუ პანიკობთ, ჩვეულებრივი ვირუსიაო. სამსახურებიდან რომ დაითხოვეს, ნაცვლად იმისა, სახლში მჯდარიყვნენ, გადაივსო კაფეები და შესაბამისი შედეგიც დადგა. მე მჯერა, რომ სიტუაცია სწორედ ამან გაართულა. ჯარიმები რომ არ შემოეღოთ, დარწმუნებული ვარ, ხალხი არ დაემორჩილებოდა და მაინც გარეთ ივლიდნენ,  თუმცა ახლა ძალიან შეშინებულია ყველა. გარეთ გასვლისას მხოლოდ უახლოესი მარკეტით და აფთიაქით შეგიძლია სარგებლობა. კარანტინში ვართ უკვე 2 კვირა, 14-ში გამოცხადდა და წესით აღარ უნდა იმატებდეს შემთხვევები, მაგრამ პირიქით ხდება. ამის მიზეზი შეიძლება ისაა, რომ პირებს, ვისაც სპეციალური საბუთი ჰქონდა სამსახურიდან, გარეთ სიარული შეეძლოთ, გადაადგილდებოდნენ თავისუფლად, ორშაბათიდან კანონი გაამკაცრეს და ამ ეტაპზე მარტო მედპერსონალი, მარკეტის და აფთიაქის თანამშრომლებს შეუძლიათ გადაადგილება. ქართველებს მხოლოდ სატელეფონო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, ესპანელები ძალიან დაგვეხმარნენ იმით, რომ ხელფასებს გვინარჩუნებენ.

რაც შეეხება საქართველოს, მიხარია, რომ ჩემი ოჯახი მანდ არის, რადგან ვიცი, უფრო დაცულები არიან. ვამაყობ ჩემი ქვეყნის შესაძლებლობით და ძალიან იმედიანად ვარ. როცა ყველაზე მნიშვნელოვანია მხარში დგომა, ქართული სახელმწიფო სწორედ მაშინ დადგა ხალხის გვერდით. “,-ამბობს ეთო დონდუა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები