დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, გურამ გაბესკირიას 74 წელი შეუსრულდებოდა

Read Time:40 Second

„არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ!“ – ესაა გურამ გაბესკირიას ყველაზე ცნობილი სიტყვები, რომელიც მან ტყვედ ჩავარდნის შემდეგ თქვა. ასე უპასუხა მან „ბოევიკების“ მოთხოვნას, – „დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!“.

გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. დაამთავრა მაქსიმ გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1990 წელს მონაწილეობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის არჩევნებში. 1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად პოლკოვნიკმა გურამ გაბესკირიამ უარი განაცხადა ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვებაზე, რის შედეგადაც, ტყვედ ჩავარდნილი მთავრობის ყველა წევრი, მათ შორის გაბესკირია, სეპარატისტებმა დახვრიტეს.

2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ამავე წლის ოქტომბერში, ნეშტის იდენტიფიცირებისა და თბილისში გადმოსვენების შემდეგ, გურამ გაბესკირია სამხედრო პატივით დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შვედეთში ქალმა კოვიდინფიცირებული ბავშვი გააჩინა
Next post შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: მისასალმებელია, თუკი საკუთარი ქმედებების ფორმას ცვლიან