დღეს ლევან აბაშიძე 55 წლის გახდებოდა

Read Time:1 Minute, 2 Second

 

აღიზარდა მეცნიერ მუშაკთა ოჯახში. 1980 წელს თბილისის პირველი საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობო ფაკულტეტზე. იგი ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტი იყო, როდესაც მას მიანდეს თბილისის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობა. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მისგან განსახიერებული მთავარი გმირის როლი ტ. უაიდერის პიესაში „ჩვენი პატარა ქალაქი“.

1985 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი. მუშაობდა თბილისის კინომსახიობთა სტუდიაში.

ლევან აბაშიძის კინოდებიუტი შედგა ლანა ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“, სადაც 14 წლისამ მთავარი გმირის ვაჟიშვილის როლი განახორციელა.ხოლო მთავარი როლი ეკრანზე შეასრულა 1984 წელს გიორგი შენგელაიას ფილმში „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, რომელმაც ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი პრიზი — „ვერცხლის დათვი“ დაიმსახურა. მას შემდეგ ახალგაზრდა მსახიობმა ორ ათეულამდე კინოფილმში მიიღო მონაწილეობა და არაერთი საინტერესო მხატვრული სახე შექმნა. მათ შორის აღსანიშნავია ა. რეხვიაშვილის „საფეხური“ (1975 წ.), ტ. კოტეტიშვილის „ანემია“ (1988 წ. კიევის საერთაშორისო კინო-ფესტივალზე ლევან აბაშიძე საუკეთესო სამსახიობო ნამუშევრისათვის დაჯილდოვდა მთავარი პრიზით) და „ქალაქის ცხოვრება“ (1990 წ.), ლ. ღოღობერიძის „ორომტრიალი“ (1986 წ.), გ. მგელაძის „ფესვები“ (1987 წ.), ტ. კალატოზიშვილის „სკაპენის ოინები“ (1985 წ.), კაიდანოვსკის „სტუმარი“ (ლენფილმი, 1987 წ.) და სხვა.

დაიღუპა ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-93)დროს, ზემო ეშერასთან. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შთამომავლობით ლევანი, ერეკლე II-ის პირდაპირი შთამომავალი იყო – თეკლა ბატონიშვილის შტოდან

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რა სახის ქონება ითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად
Next post ჩუგოშვილი ნარკოტიკების დოზებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებს არ გამორიცხავს