ჩუგოშვილი ნარკოტიკების დოზებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებს არ გამორიცხავს

Read Time:45 Second

ნარკოტიკების მოხმარების დოზებთან დაკავშირებით კანონში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

“წარმოუდგენლად მცირეა ზოგ შემთხვევაში ის დოზა, რაც მცირე დოზად ითვლება. თუმცა მეტ დეტალზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ჩვენ შესაძლებელია ძირითად ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებაში შევინარჩუნოთ ის მიდგომა, რაც არსებობს. თუმც შესაძლებალია გარკვეულ შემთხვევებში მკაცრ მიდგომებზეც ვიფიქროთ”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე თქმით, რეფორმის განხილვები იმ ვადებში შედგება, რომელიც პარლამენტის თავჯდომარემ დაასახელა.

“რეფორმის დაჩქარებული წესით განხილვა ალბათ შეუძლებელი იქნება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მას სჭირდება მსჯელობა. საგაზაფხულო სესიის განავლობაში შესაძლებელია მნიშვნელოვანი განხილვის ფაზები გავიაროთ”, – განმარტავს თამარ ჩუგოშვილი.

ქართული ოცნების ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მმართველი გუნდი ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მსჯელობს. ამ შეხვედრას ესწრებიან კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატები და ასევე ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში ყველა ტიპის ნარკოტიკიების მოხმარების დეკრიმინალიზება მიუღებელია.

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. პარლამენტში დოკუმენტის განხილვა 7 მაისს კიდევ ერთი თვით გადავადდა. ამასთან, 14 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს, სავარაუდოდ, ივნისის ბოლომდე დაამტკიცებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დღეს ლევან აბაშიძე 55 წლის გახდებოდა
Next post საქართველოში მიწისძვრა მოხდა