დუკანის მწვანე კოქტეილი და 10 დღეში მინუს 4-5 კილოგრამი

Read Time:1 Minute, 19 Second

თუ თქვენ ოცნებობთ გახდომაზე, მიირთვით ჯადოსნური მწვანე კოქტეილი. ზოგიერთი ადამიანი ამჯობინებს მის მიღებას გაღვიძებისთანავე, საუკეთესო საუზმეა და თან ორგანიზმი გაღვიძებისთანავე მიიღებს ვიტამინებსა და მინერალებს. ზოგი კი მას მიირთმევს სამჯერ დღეში, 1 პორცია 1 სრულფასოვანი კვების ტოლფასია, ეს დაგანაყრებთ და თავიდან აგაცილებთ მაღალკალორიული საკვების მიღებას. ნებისმიერ შემთხვევაში ეს კოქტეილი არის საუკეთესო საშუალება წონის დასაკარგად.
არსებობს მრავალი სტანდარტული რეცეპტი, მაგრამ მათი ეფექტურობა ყოველთვის ეჭვქვეშ გვაყენებს. პოპულარულია ეგზოტიკური ხილის კოქტეილები, არა მარტო სასარგებლო, ძალიან გემრიელიცაა. მაგრამ საუკეთესო არჩევანი მაინც იყო და არის დუკანის მწვანე კოქტეილები, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არის სასაცილო კალორიებით მიღებული საოცარი შედეგი. არსებობს რამოდენიმე ვარიანტი, აირჩიეთ ერთ-ერთი და დაიკელით 10 დღეში 4-5 კგ.

კოქტეილი კიტრით:

2 ახალი კიტრი

თითო-თითო ღერი პიტნა, ნიახური და კამა

3 ს/კ დარიჩინი

1 ჭიქა წყალი

დაჭრილი ინგრედიენტები ბლენდერით ათქვიფეთ, დაუმატეთ წყალი, გააჩერეთ 15 წთ. და მიიღეთ უზმოზე.

კოქტეილი ვაშლით და მსხლით:

1 ჭიქა იოგურტი

1 ვაშლი

1 მსხალი

1 ღერი პიტნა

1/2 ჭიქა წყალი

ეს კოქტეილი მიიღეთ უზმოზე და საღამოს, ძილის წინ.

კოქტეილი ბროკოლით:

150 გრ. ბროკოლი

1 ფურცელი ისპანახი

1 ახალი კიტრი

6 წითელი პომიდორი

4 ფურცელი სალათის ფოთოლი

1 ჭიქა წყალი

ეგზოტიკური კოქტეილი კივით:

1 კივი
1/2 ლიმონი კანიანად

1/2 ჭიქა კეფირი

1 ღერი პიტნა

1 ღერი ოხრახუში

მომზადებული კოქტეილი მიიღეთ წყალთან ერთად, შეგიძლათ შეუზღუდავი რაოდენობითაც მიღება.
ავოკადოს კოქტეილი:

2 ღერი ნიახური

1/2 ავოკადო

1/2 წითელი ხახვი

6 ცალი სალათის ფურცელი

2 ჭიქა ანადუღარი წყალი

ეს კოქტეილი გაყავით სამად და მიიღეთ დღის მანძილზე.

მხოლოდ კოქტეილებით კვება წონაში ვერ დაგაკლებინებთ, ეს მხოლოდ დამატებითი საკვებია, არ გამოიყენოთ წინასწარ მომზადებული კოქტეილი, მას უკვე დაკარგული ექნება სასარგებლო თვისებები. ეფექტურობისთვის მიირთვით მომზადებისთანავე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტურები „GAME OF THRONES“-ის ნაკვალევზე – ტურისტული სააგენტოების შეთავაზება
Next post “კუსკ-უს” – არმოტალუი მაწრვყის ლიიქროი