გიორგი ვოლსკი-ყოველგვარი პოლიტიკური კუთვნილების გარეშე,ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო გასულ შაბათს ჩატარებული ეგრეთწოდებული „აქცია პერფორმანსი“

Read Time:1 Minute, 12 Second

,,ყოველგვარი „პოლიტიკური კუთვნილების გარეშე:
ქუჩის აქციები არც საქართველოსათვის არაა უცხო და არც მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისათვის. ეს ცალკე თემაა. გარკვეული მიზეზეზების გამო, ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო გასულ შაბათს ჩატარებული ეგრეთწოდებული „აქცია პერფორმანსი“, როდესაც ახალგაზრდების ჯგუფი ბიძინა ივანიშვილისაგან ითხოვდა ხის შესყიდვას, რათა სტატუსშეჩერებული სტუდენტები დააფინანსონ.
აქციის მცირე მასშტაბს ამ შემთხვევაში არა აქვს მნიშვნელობა. არც იმას, რომ სოციალური ფონი ჩვენი თანამედროვე პოლიტიკური აქტივობების სამწუხარო მახასიათებელია. კონკრეტულ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აქციას „განათლების დიდი მოამაგე“ სააკაშვილი ატარებს და ამჯერად გიორგი სიგუას „კრეატიული ნიჭის“ წყალობით ცდილობს თავის შეხსენებას.
„იყიდოს, წაიღოს. ჩაეხუტოს, რაც უნდა ის უქნას…“, ვფიქრობ სამართლიანობის მაძიებელმა ახალგაზრდამ ასე არ უნდა ილაპარაკოს, მათ გასაგონად ვამბობ თორებ სიგუას აღარაფერი ეშველება. არც ის ადამიანები დარჩენილან გაწბილებულები, ვისგანაც აქამდე ხეები იქნა შესყიდყლი და არც ქვეყანა სადაც ბიძინა ივანიშვილმა არაერთი უნიკალური ბაღი გააშენა, გრძელი სიაა. ბევრჯერ ითქვა, კიდევ ვიტყვი ახალგაზრდების გასაგონად: არაერთი ასეთი სია შეიძლება გაკეთდეს ქველმოქმდების, ისტორიული ძეგლების, კულტურის ცენტრების აღდგენის, შენების, დასაქმების მიმართულებებით.
მარტო სკოლების აღდგენა რესტავრაცია და კომპიუტერიზაციაში აქვს დახარჯული ”ქართუ ფონდს“ 100 მილიონამდე. მისი დაფინანსებით სწავლობს ათეულობით სტუდენტი აშშ – ში, ევროპაში.
კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეროვნული ბიბლიოთეკა, ბოტანიკის ინსტიტუტი, არაერთი მუზეუმი და საგანმანათლებლო ცენტრი – ეს უკვე შემდგარი პროექტებია. თბილისის და ქუთაისის ტექნოლოგიური ინსტიტუტებიც სულ მალე მოემსახურებიან ჩვენი ახალგაზრდების (და არამარტო) განათლებას და ქვეყანის განვითარების საქმეს.
ერთი მომწეროს ვინმემ – რა დააშავა?!
დარწმუნებული ვარ განათლების სამინისტროსაც ბევრი აქვს სათქმელი ზოგადად სტუდენტების და მათ შორის შეჭირვებული ოჯახებიდან გამოსულთა დახმარების, საზღვარგარეთ სწავლების, ტექნიკური განათლების სისტემის გაფართოების, ცოდნის ხარისხის ამაღლების პროექტებზე… პრობლემებზეც”- წერს გიორგი ვოლსკი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
Next post სოფელ ჰერეთისკართან, მდინარე ალაზნის ადიდების გამო ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალა