გია ვოლსკი – არავითარი განსხვავება არ არის „ნაცმოძრაობასა“ და კონკრეტულ პარტიას შორის, ვინც ფანჩატურიდან ქოლგის ქვეშ გადაინაცვლებს

Read Time:31 Second
„ნაცმოძრაობის“ სატელიტებად იწოდება უკვე ღიად ყველა და არავითარი განსხვავება არ არის კონკრეტულ პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ვინც ფანჩატურიდან ქოლგის ქვეშ გადაინაცვლებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
 
მან კომენტარი გააკეთა გიგი უგულავას ინიციატივაზე, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ უნდა გაერთიანდნენ.
 
„ფრთიანი ფრაზები არსებობდა შალვა ნათელაშვილის ფანჩატურზე. ახლა, ეს „ფანჩატური“, როგორც ასეთი ფრაზა, დამკვიდრებული ტერმინი, შეიცვალა „ქოლგით“. ეს იგივეა პრაქტიკულად, მაგრამ პარტიები უნდა დაფიქრდნენ, ვიდრე ამ ქოლგის ქვეშ აღმოჩნდებიან, არ აღმოჩნდნენ რეპრესიულ მდგომარეობაში. ვინაიდან „ნაცმოძრაობის“ სატელიტებად იწოდება უკვე ღიად ყველა და არავითარი განსხვავება არ არის კონკრეტულ პარტიასა და „ნაცმოძრაობას“ შორის, ვინც ფანჩატურიდან ქოლგის ქვეშ გადაინაცვლებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება
Next post კურტანიძე-ადამიანი, რომელიც ერისთვის ცხოვრობს, ბიძინა ივანიშვილმა დაამტკიცა თავის ცხოვრებით, რომ ის ერის რჩეული ადამიანია