იენს სტოლტენბერგი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება

Read Time:26 Second

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი იზრდება.

ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში კითხვაზე, რამდენად სავარაუდოა ამ მომენტისთვის რუსეთის უკრაინაში შეჭრა, იენს სტოლტენბერგმა უპასუხა:

გაფრთხილების დრო მცირდება, ხოლო თავდასხმის რისკი იზრდება.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ძალის გამოყენების რუსეთის გამოცდილება და მოსკოვის ხისტი და მუქარის შემცველი რიტორიკა რეალურ საფრთხეს იწვევს.

„ასე რომ, თუ ამ ყველაფერს თავს მოვუყრით, ვგულისხმობ, სამხედრო გაძლიერებას, მუქარის შემცველ რიტორიკასა და რუსეთის გამოცდილებას, რა თქმა უნდა, რეალური საფრთხე არსებობს, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას პოლიტიკური გადაწყვეტისთვის“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევერესტზე მყინვარი დნება⛰️
Next post გია ვოლსკი – არავითარი განსხვავება არ არის „ნაცმოძრაობასა“ და კონკრეტულ პარტიას შორის, ვინც ფანჩატურიდან ქოლგის ქვეშ გადაინაცვლებს