ბრიტანელ გოგოს ეჭვიანობამ მომაკვდინებელი დაავადება დაჰმართა

Read Time:38 Second

ბიჭის მიმართ გაჩენილი ძლიერი ეჭვიანობა ბრიტანელი ივი მურისთვის ენცეფალიტის გაჩენის მიზეზი გახდა. დაავადებას ისტორიაზე გამოცემა Daily Mail-ი წერს.

ქალაქ სტრაუდის მცხოვრებმა 2015 წელს იეჭვა, რომ მისი შეყვარებული მას ღალატობდა და სხვა გოგოებს წერდა. 20 წლის მური აღიარებს, რომ თავი პარანოიკად მიაჩნდა და ტირილამდე ღელავდა იმაზე, რაზეც მანამდე არასდროს ნერვიულობდა.

იმავე წლის სექტემბერში მას გრიპი დაემართა და შემდეგ გული წაუვიდა. სასწრაფოს გამოძახების შემდეგ, მური დეფიბლირატორის გამოყენებით მოასულიერეს. როდესაც ბრიტანელი გონზე მოვიდა, ის მშობლებს ვერ ცნობდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, მურმა უცნაურად მოქცევა დაიწყო: მას ეშინოდა სახლიდან გასვლა, როდესაც უყურებდა ტელევიზორს. ერთხელ მან გაიღვიძა და ეგონა, რომ დედა გარდაცვლილი ჰყავდა. გოგო საავადმყოფოში დააბრუნეს, სადაც ფსიქოზის დიაგნოზი დაუსვეს. რამდენიმე დღეში ექიმებმა გაარკვიეს, რომ ახალგაზრდას ენცეფალიტი ჰქონდა.

საავადმყოფოში წოლის დროს ბიჭმა გოგო მიატოვა. ამჟამად მური შეცვლილია, თუმცა თავისი დაავადების შესახებ ღიად საუბრობს

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დედა ურეკავდა, ჩამოდი ჩემო ბიჭო ძალიან მომენატრეო… ვერა დედი, ხელფასს ველოდები, საჩუქარი მინდა ჩამოგიტანოვო
Next post “ყველა ერთმანეთის ნათესავი, ერთი ოჯახი იყო და ერთადაც წავიდნენ ამ ქვეყნიდან” – ოჯახების სარჩენად წამოსული წესიერი და პატიოსანი ადამიანები