ბექა დავითულიანი: მიშელის შეთანხმება ფარატინა ფურცელია და სააკაშვილმა გინდა ხელი მოაწეროს, უნდა საწოლთან გამოიკრას

Read Time:44 Second

დღეს შარლ მიშელის შეთანხმება ფარატინა ფურცელია და სააკაშვილმა გინდა ხელი მოაწეროს, გინდაც გულის ჯიბით ატაროს და უნდა თავის საწოლთან გამოიკრას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა მიშელის დოკუმენტზე საუბრისას „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მთავარი ოპოზიციური ძალისგან დოკუმენტზე ხელმოწერას 100 დღის განმავლობაში ელოდებოდა.

„მიშელის დოკუმენტში მსგავს ჩანაწერზე საუბარი არ იყო. მასში იყო 43%-იან ბარიერის შესახებ საუბარი. 50%-იან ბარიერზეც რომ ყოფილიყო საუბარი, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან „ქართული ოცნება“ მთავარი ოპოზიციური ძალისგან დოკუმენტზე ხელმოწერას 100 დღის განმავლობაში ელოდებოდა. ისინი კი აცხადებდნენ, რომ ეს არის ქვეყნის, საზოგადოების ინტერესების ღალატი და ხელს არ აწერდნენ. ახლა ხელი მოაწერეს, მათივე სიტყვებით, ამ ღალატს, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმბიდნ გასული იყო. შესაბამისად, დღეს ეს შეთანხმება ფარატინა ფურცელია და გინდა მოაწეროს ხელი სააკაშვილმა, გინდაც გულის ჯიბით ატაროს და უნდა, თავის საწოლთან გამოიკრას“, – განაცხადა დავითულიანმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროკავშირის ხელშეკრულებაში წერია, რომ ეს არის რეფერენდუმი საქართველოს არსებული ხელისუფლების ნდობის თაობაზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაზა გულიაშვილი – მე და ჩემს გუნდს გვაქვს ადგილობრივების ინტერესებზე მორგებული განვითარების მკაფიო გეგმა
Next post კახა კალაძემ მარშალ გელოვანის სახელობის რეაბილიტირებული პარკი დაათვალიერა