აჭარულ კერძ ბორანოს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა

Read Time:45 Second

აჭარული კერძის – ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.​ ამის შესახებ ბრძანება კი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა. ინფორმაციას კი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის FB გვერდი ავრცელებს.

“ბორანო ტრადიციული აჭარული სამზარეულოს შემადგენელი კერძია, რომელიც მესაქონლეობის, კერძოდ, რძის პროდუქტების წარმოება განვითარების საფუძველზეა მიგნებული და ჩამოყალიბებული. მისი ისტორია საუკუნეების სიღრმეში იკარგება და კულინარიაში რძის პროდუქტების გამოყენებას უკავშირდება. მერძევეობისა და შესაბამისი სამზარეულო სიახლეების მიგნება განვითარება მესაქონლეობის წიაღში პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს ამკვიდრებდა, რაც ტრადიციულ სამზარეულოში კერძის სახეობათა ნაირგვარობას უწყობდა ხელს. შესაბამისად, აჭარაში სახეზე გვაქვს ბორანოს ძირითადი და მისი რამდენიმე სახეცვლილი ვარიანტი.

ბორანო, როგორც ტრადიციული აჭარული კერძი, ქართული სამზარეულოს მუდმივი თანამდევი იქნება. იგი, როგორც აჭარასთან ასოცირებული კერძი, თანდათანობით მკვიდრ ადგილს იჭერს საქალაქო ცხოვრებაში, კერძოდ, ბათუმისა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების სარესტორნო მომსახურების სფეროში. ბორანო საქართველოს სხვა ქალაქების, მაგალითად, თბილისის, ტრადიციული კერძების მენიუშიც იმკვიდრებს თავს. ამ კუთხით მისი განვრცობა უფროა მოსალოდნელი და საფრთხის კონტექსტში არ უნდა იყოს აღქმული.” 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს მასშტაბით სააგენტოში რეგისტრირებული სავაჭრო ობიექტების სია იხილეთ ამ ბმულზე. 50-ლარიანი დახმარებით, ჯამში საქართველოში 146 000 ბავშვი ისარგებლებს.
Next post მარნეულში ფერმერს 30 ძირი კაკლის ხე გაჩეხილი დახვდა